14:15 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 19:37:22, 475 ნახვა

საზოგადოება
შსს–ს სასაზღვრო პოლიციამ თუშეთის მაღალმთიანი სოფლიდან მძიმე ავადმყოფი ჩამოიყვანა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ თუშეთის მაღალმთიანი სოფლიდან მძიმე ავადმყოფი ვერტმფრენით ჩამოიყვანა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოდან ასაკოვანი, მძიმე ავადმყოფი თელავში ვერტმფრენით ოპერატიულად ჩამოიყვანეს.

სასაზღვრო პოლიციას ახმეტის რაიონული საავადმყოფოდან შეატყობინეს, რომ 13 იანვარს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოში, თიაქრის შეტევის გამო, 76 წლის ქრისტო ბუქაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ავადმყოფი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა. უამინდობის და დიდთოვლობის გამო, ვერ ხერხდებოდა მოხუცის ავტოტრანსპორტით საავადმყოფოში გადაყვანა და საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევა.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ავადმყოფი ვერტმფრენით თელავის სამოქალაქო აეროდრომზე ჩამოიყვანეს, საიდანაც იგი თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics