12:18 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-28 18:11:12, 549 ნახვა

სამართალი
ახლობლების ინფორმაციით, ბესიკ ხარძიანის სახლთან შვილმა მოთვალთვალე უცხო პირი შენიშნა

მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ახლობლების ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლთან გარდაცვლილის შვილმა მოთვალთვალე უცხო პირი შენიშნა.

მათივე თქმით, ხარძიანი სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მკვლელობა სადარბაზოში ესროლა.

„ბესო სახლში ბრუნდებოდა და მკვლელი სადარბაზოში შეჰყვა. მკვლელი მოტოციკლით ელოდებოდა. ბესოს შვილმა თქვა, რომ მას უცხო  პირი ორი დღის განმავლობაში უთვალთვალებდა. ეს ორი დღე მოტოციკლი აქ ტრიალებდა. საავადმყოფოში გვითხრეს, რომ თავში იყო დაჭრილი. საბედისწეროდ ამ ტყვიამ შეიწირა. მის მკვლელობას ბიზნესს ვუკავშირებთ. პიროვნულად შუღლი არავისთან არ ჰქონია“, - აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს საკუთარ სადარბაზოსთან უცნობმა პირმა  ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ხარძიანს ჭრილობები ფეხის და თავის არეში ჰქონდა მიყენებული. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარზე გამოძიებას პროკურატურა სსკ-ის 108-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics