2016-10-17 11:58:55, 679 ნახვა
რეგიონი
სოხუმში ტელევიზიის შენობასთან უცნობმა მამაკაცმა თავი აიფეთქა
სოხუმში ადგილობრივი ტელერადიო კომპანიის შენობის ტერიტორიაზე უცნობმა მამაკაცმა თავი აიფეთქა, - ამის შესახებ "სპუტნიკ აბხაზია" იუწყება.
როგორც მედია საშუალება ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო შს მინისტრის, ასლან კობახიას განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობაა აღმოჩენილი.
„ტელეკომპანიის ტერიტორიაზე მამაკაცმა თავი აიფეთქა. მას ასაფეთქებელი მოწყობილო ჰქონდა. სავარაუდოდ, ის მარტო არ იყო. მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები, მუშაობს ყველა ძალოვანი სტრუქტურა“, - განაცხადა კობახიამ.
მედიის ცნობით, აფეთქება დილით 07:05 საათზე მოხდა. დაღუპულის ვინაობა ერჯერობით უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან