2015-03-01 16:08:47, 850 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში ბორის ნემცოვის პატივსაცემად სამგლოვიარო მარში დაიწყო
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ბორის ნემცოვის პატივსაცემად მოსკოვის ცენტრში სამგლოვიარო მარში დაიწყო.
„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, მარშზე მიმავალი მოქალაქეების რაოდენობა არ წყდება, ისინი შეკრების ადგილზე ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.
მათივე ცნობით, ორგანიზატორები მარშის მონაწილეებს ადგილზე სამგლოვიარო ლენტებს, დროშებსა და სხვადასხვა ტრანსფარანტებს ურიგებენ.
ადგილზე ასევე იმყოფებიან „რუსეთის რესპუბლიკური პარტია "ეროვნული თავისუფლების“ წარმომადგენლებიც.
არსებული მონაცემებით, მარშზე 10 ათასამდე ადამიანი იმყოფება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან