17:36 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-24 14:02:39, 735 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ არჩილ გაჩეჩილაძის ლონდონში სირბილი ვერ შეაჩერებს მასზე პერსონალური სანქციების წყევლას

ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ არჩილ გაჩეჩილაძის ლონდონში სირბილი ვერ შეაჩერებს მასზე პერსონალური სანქციების წყევლას, - წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.

"გახსოვთ, ბევრი დავობდა იმაზე თუ რატომ გაასხვისა რუხაძემ იმედის წილები. როგორც მაშინ ვამბობდი, ამის მიზეზი იყო ბრიტანული სანქციების მოლოდინი. დღეს ეს დადასტურდა, რადგან დიდმა ბრიტანეთმა სწორედ იმედი და პოსტ ტვ დაასანქცირა, როგორც რუსული დეზინფორმაციის სუბიექტი/ორგანიზაციები.

ისიც ბევრჯერ მითქვამს ამ მავნებელი პროპაგანდისტებისთვის საჯაროდ, ძალიან ბევრს ვმუშაობ იმაზე, რომ თქვენ დასანქცირდეთ ქვეყნის მიმართ მტრული საქმიანობისთვის და რუსული დეზინფორმაციით ხალხის მოწამლისთვისთქო.

ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ არჩილ გაჩეჩილაძის ლონდონში სირბილი ვერ შეაჩერებს მასზე პერსონალური სანქციების წყევლას თუ მან ქვეყნის ბედით თამაში არ შეწყვიტა.The worst is yet to come " - წერს თინა ბოკუჩავა.

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics