22:39 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-19 13:45:53, 398 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი სახელმწიფო რუსეთის მიერ არის მიტაცებული

„ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, ქვეყანას ევროპული გზიდან და ევროპული რეფორმებიდან აშორებს“, - განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში.

„ჩვენი სახელმწიფო რუსეთის მიერ არის მიტაცებული. ჩვენ გვაქვს რუსული მოდელი, რომელიც სწრაფად ხორციელდება. ეს რუსეთისთვის გაცილებით იაფია, ვიდრე უკრაინაში სამხედრო შეჭრა. ჩვენთვის ეს ნიშნავს ინსტიტუტების ხელში ჩაგდებას, მაგრამ ჩვენ გვყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც იბრძვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ის ხაზს უსვამს ევროპის მიერ საქართველოსადმი მეტი ყურადღების მიქცევის მნიშვნელობას:

„ეს ადვილი არ არის, რადგან ჩვენ ბევრი კრიზისის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მორალური მხარდაჭერა. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ძლიერი ევროპისთვის, ასევე ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის“.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.

„რა თქმა უნდა, ერთ დღეს ეს (რუსეთსა და უკრაინას შორის ომი) დასრულდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ დასრულდება. რუსეთის ყველა მეზობელმა იცის, რომ რუსეთი ყოველთვის აგრესორია. ეს სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით უნდა დასრულდეს და რუსეთმაც უნდა გაიგოს, რომ მას არ შეუძლია მეზობლების ტერიტორიების ოკუპაცია...

ტრამპის ქმედებების გამო პუტინის მიერ განცდილი გაურკვევლობა საუკეთესო მოკავშირეა, რომელსაც შეუძლია აიძულოს იგი დათანხმდეს სამშვიდობო შეთანხმებას“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics