00:29 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-16 14:57:27, 408 ნახვა

პოლიტიკა
სააპელაციო სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანის განაჩენი, 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

2025 წლის 9 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული პოეტი ზვიად რატიანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.

მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, ზვიად რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მოსამართლის განმარტებით, დანიშნული სასჯელი უნდა ემსახურებოდეს მიზანს, ამიტომ ჯარიმა "არაპროპორციული იქნებოდა".

ზვიად რატიანს ბრალდებით წაყენებული მუხლი შეუცვალეს ზუსტად ისე, როგორც მზია ამაღლობელის შემთხვევაში მოხდა. პოლიციელზე თავდასხმის ნაცვლად დამნაშავედ ცნეს პოლიციელისადმი წინააღმდეგობაში და 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics