03:28 - 10 Apr, 2026
|
2026-02-11 19:41:21, 389 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო: მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთა მისია საქართველოში მუშაობას იწყებს
ეუთო იუწყება, რომ საერთაშორისო ექსპერტები 11-დან 24 თებერვლამდე დაიწყებენ საქართველოში არსებული სიტუაციის შესწავლას მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში. „მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოში ეუთოს ექსპერტთა მისია დღეს (11 თებერვალი - რედ.) იწყებს მუშაობას. ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაციის გაგზავნა შესაძლებელია moscowmechanism-georgia@odihr.pl-ზე 24 თებერვლამდე“, - ნათქვამია ჰ.-ს მიერ ონლაინ გამოქვეყნებულ განცხადებაში. წელს, იანვრის ბოლოს, ეუთოს 24-მა წევრმა სახელმწიფომ აამოქმედა ეუთოს მოსკოვის მექანიზმი, რათა შეექმნათ ექსპერტთა მისია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების საპასუხოდ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სამინისტრომ შესაბამისი განცხადება გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)