2016-02-29 13:39:06, 1051 ნახვა
მსოფლიო
გაერო სირიაში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანას გეგმავს
სირიაში ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, გაერო ალყაში მოქცეულ ქალაქებში ჰუმანიტარულ ტვირთს ჩაიტანს. უახლოესი 5 დღის განმავლობაში გაერო, წყლის, საკვების და მედიკამენტების 150 ათასამდე ადამიანისთვის გადაცემას გეგმავს.
გაეროში მზად არიან, მარტის ბოლომდე 1 მილიონ 700 ათასამდე ოჯახსაც დაეხმარონ, რომლებიც რთულად მისადგომ რეგიონებში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელშიც სამთავრობო ძალები, ამბოხებულები და ქურთები მონაწილეობენ, სირიაში 2 დღის წინ შევიდა ძალაში, თუმცა ლოკალური შეტაკებებისა და იერიშების გამო, მხარეები ერთმანეთს ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან