2016-02-26 12:34:22, 972 ნახვა
მსოფლიო
ბაღდადში ISIS-ის ტერაქტს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა. თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავდასხმა შიიტურ მეჩეთზე განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, პირველი აფეთქება მეჩეთში მოხდა. მეორე ტერორისტმა კი შემთხვევის ადგილზე სამართალდამცაველებისა და მოსახლეობის მისვლის შემდეგ თავი აიფეთქა.
როგორც მედია საშუალება იუწყება, დაღუპულთა შორის ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც არიან.
ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან