03:27 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-29 13:16:47, 446 ნახვა

რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ლატვიელი და თურქი ჟურნალისტები ეცნობიან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით მედიატურის მონაწილეები რეგიონში მოგზაურობენ და აჭარის შესახებ სიუჟეტებს, სტატიებსა და ბლოგებს ამზადებენ.

„ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულების შემდეგ, ჟურნალისტები მთიან აჭარას სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებიდან უცხოელი ჟურნალისტების მოწვევას წლის ბოლომდე გააგრძელებს. მაისის განმავლობაში, რეგიონში 10-მდე მედიატურია დაგეგმილი ლიეტუვადან, ფინეთიდან, ყაზახეთიდან, ინდოეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. შედეგად, აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალები სამიზნე ქვეყნების ტელევიზიებსა და ონლაინ მედიაში აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებამდე გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics