2024-01-26 14:02:36, 946 ნახვა
რეგიონი
კასპში, ვარჯაანის დასახლებაში ასფალტის ზედა ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს
კასპში, ვარჯაანის დასახლებაში თბილისის ქუჩაზე ასფალტის ზედა ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
კასპის მერიის ცნობით, საგზაო სამუშაოს, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, აჩიკო გიგოლაშვილთან ერთად პირადად გაეცნო.
„პროექტის ფარგლებში მოწყობილია სანიაღვრე არხები და ეზოში შესასვლელები.
ქუჩის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),