17:55 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 15:22:21, 475 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით, მხოლოდ ზოგადი საუბარი იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით, მხოლოდ ზოგადი საუბარი იყო.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა შს მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„არაფერი არ ხდება. არავითარი განცხადება არ გაკეთებულა ისეთი. ზოგადად საუბარი იყო იმაზე, რომ ვიღაცას შეიძლება სურდეს რაღაცის გაკეთება, მაგრამ ის ვიღაცა ძალიან მკაცრად დაისჯება ვინც არ უნდა იყოს, თუ რამეს გაბედავს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის დღეავნდელი სხდომის დაწყებამდე, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განცხადა, რომ ქვეყანაში გარკვეულ ძალებს დესტაბილიზაციის მოხდენა სურთ.

"არის სხვადასხვა ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობა" თუ სხვა მოძრაობა იქნება მნიშვნელობა არ აქვს, არ დავკონკრეტდები ამ შემთხვევაში, არ დავუშვებთ არეულობას, რაც მოხდა უკრაინაში.  რაღაც მცდელობები კი  არის",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics