20:55 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-17 10:44:04, 7985 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტია, საიდანაც 6 მოზარდია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტია, საიდანაც 6 მოზარდია.

მისი თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.

„გუშინ დილასთან შედარებით, ჯამში 34 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და სულ 370. აქედან ჩვენი ცენტრის არის 90 პაციენტი. გუშინ დღე-ღამის განმავლობაში, 5 გამოჯანმრთელებული შემთხვევა შეგვემატა ჯამში. დღეს დილისთვის კი არის 77, საიდანაც 50 პაციენტი არის ჩვენი ცენტრის გამოჯანმრთელებული პაციენტები. ამ ეტაპზე კოვიდის ცენტრებში კორონავირუსზე მკურნალობს 293 პაციენტი.

ჩვენთან, ამ ეტაპზე 39 დადასტურებული პაციენტია. გუშინ გვიან ღამით შემოგვემატა ერთი პაციენტი, რომელიც არის 6 წლის ბავშვი. ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში 6 მოზარდი მკურნალობს. მათი მდგომარეობა არ არის რთული. ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაციაა, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება და ალბათ, გამოჯანმრთელების მხრივ პრობლემები არ გვექნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics