12:55 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-07 11:49:02, 1834 ნახვა

სამართალი
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის ქოდექსის 126- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

6 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარნეულის მერის ძმამ თავისი გარემოცვის წევრებთან ერთად მარნეულში მოქალაქეს სცემა.

"მერის ოჯახის წევრები უკვე ერთი კვირაზე მეტია ქალაქში ქაოსს ქმნიან. მათ, საკუთარი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, ხელოვნურად გაზარდეს პურის ფასი და სხვა მეწარმეებსაც აიძულებდნენ იგივე გაეკეთებინათ.

ერთ ერთი პირადად დამიკავშირდა. ვინც არ დაემორჩილა დღეს ერთ-ერთი მათგანი სასტიკად არის ნაცემი.

ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტაქსის მძღოლმა მომაწოდა დღეს გამთენისას, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მისი შეტყობინება სპამში მოხვდა და დროულად არ მინახია.

ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც პოლიციაში სურდა საჩივრის შეტანა და ისიც გაუგია მომხდარის შესახებ ინფორმაცია.

ვთხოვ დაზარალებულს და მის ოჯახს რომ აუცილებლად მიეცით ინფორმაცია მედიას და ეს იქნება თქვენი ბერკეტი, ვერ დამალავენ ფაქტსა და ძალადობას. დასრულდეს ქვეყანაში თანამდებობის პირების “დაცვა"- წერს სოციალურ ქსელში ბაირამოვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics