17:59 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 11:32:25, 727 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ლიტვის განვითარების სფეროში პრიორიტეტული ქვეყნების რიცხვშია

„ლიტვისა და საქართველოს მიერ ერთობლივი პროექტების განხორციელება, ახალი ბაზრების ათვისებას  ხელს შეუწყობს“,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ლიტვის პრემიერ ალგირდას ბუტკევიჩიუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, ლიტვა–საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობა აქვს. 

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ლიტვის განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში პრიორიტეტული ქვეყნების რიცხვშია.

„ შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონალური, ენერგო და სატრანსპორტო პროექტები, რომელთა ერთობლივი განხორციელებაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების ათვისებას. რა თქმა უნდა გარდა პოლიტიკურ და ეკონომიკური ურთიერთობებისა, მართლაც სამაგალითოა ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა თავდაცვის, უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, განათლების , კულტურის სფეროებში.   აგრეთვე საქართველო ლიტვის განვითრების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში პრიორიტეტული ქვეყნების რიცხვშია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics