13:56 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 10:21:46, 2690 ნახვა

სამართალი Lifestyle
ლაშა ნაცვლიშვილი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დავით საყვარელიძის ბრალდებებს „აგონიურ ბოდვას“ უწოდებს

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით საყვარელიძის ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის მას ბიძინა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებს რამდენიმე მილიონად სთავაზობდა.

ნაცვლიშვილი საყვარელიძის ბრალდებას „აგონიურ ბოდვას“ უწოდებს.

 „როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი.

ემწარათ სიმართლე დანაშაულზე წასწრებულებს და ჭინკების მორიგი შაბაში მოაწყვეს სტუდიაში, თანაც immediately...

მოაწყვეს, რათა კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვენახა, რომ სიყალბე და ძალადობა იყო და რჩება ნაციონალური მოძრაობის საფირმო ნიშნად; რომ ცილისწამება და მორალური ტერორიღა შემორჩათ მწირი პოლიტიკური არსენალიდან; რომ გარდაუვალი კატასტროფის გაჭიანურებული მოლოდის გამო აგონიაში ჩავარდნილი, ღვარძლით სნეული ბოროტი გონება მხოლოდ სიშლეგეს გამოიმუშავებს.

და სწორედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი, - მათ მიმართ ნათქვამ უკლებლივ ყველა სიტყვას, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გიმეორებთ.

P.S. რამდენიმე შეტყობინება მივიღე - მედია კომენტარს მთხოვს ე.წ. ბრალდებებზე: აგონიური ბოდვის კომენტირება როგორ შეიძლება, მეგობრებო, - ეს არა მხოლოდ ღირსების შემლახავი, არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც კონტრპროდუქტიულია“, - წერს ნაცვლიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, დავით საყვარელიძემ გუშინ, გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ ლაშა ნაცვლიშვილმა რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერები შესთავაზა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics