07:02 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-02 10:49:29, 1363 ნახვა

სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ 25 ტონამდე საწვავის ქურდობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი - 1975 წელს დაბადებული დ.კ., 1986 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1997 წელს დაბადებული ჯ.პ. დააკავეს.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც  სხვადასხვა დროს დასაქმებულები იყვნენ ფოთში მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ ობიექტზე,  ამავე ბენზინგასამართი სადგურიდან, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ 47 496 ლარის ღირებულების 25 ტონამდე საწვავს.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულში  მონაწილე სამივე პირის  ვინაობა დაადგინეს და ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics