2025-09-09 22:03:31, 1100 ნახვა
სამართალი
შსს-მ კალაძის საარჩევნო შტაბთან ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება - 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.
დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთ საქმეზე - სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,