12:01 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-20 17:40:22, 5713 ნახვა

სპორტი
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტისთვის ემზადება. ევროპის ჩემპიონატამდე კი ამხანაგურ მატჩებს მართავს.

21 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები შეხვედრას ჩეხეთთან გამართავს. 

ალკსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა 19 აგვისტოს ჩეხეთთან უკვე ჩაატარა დახურული ამხანაგური თამაში, რომელიც ჩეხების გამარჯვებით, ანგარიშით 103-83 დასრულდა.

ხვალ გამართული შეხვედრა კი იქნება ბოლო ამხანაგური თამაში ევრობასკეტამდე.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი სტარტს 27 აგვისტოს აიღებს, ჩემპიონი კი 14 სექტემბერს გამოვლინდება. ტურნირს წელს კვიპროსი, ფინეთი, პოლონეთი და ლატვია უმასპინძლებენ,

წელს საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ფიბა-ს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მონაწილე ზედიზედ მეექვსედ იქნება. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ევრობასკეტის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, ასევე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი, კვიპროსი იქნებიან.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics