02:26 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 16:45:40, 912 ნახვა

მსოფლიო
პეტრო პოროშენკო: უკრაინა და ევროკავშირი „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრისას ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მოითხოვენ

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა და ევროკავშირი მინსკში „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრაზე აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მოითხოვენ.
ამის შესახებ პოროშენკომ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.
„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უკრაინა და ევროკავშირი მინსკის სამიტზე ერთ პოზიციაზე ისაუბრებენ. უკრაინა მოითხოვს  ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ცეცხლის უპირობო შეწყვეტას“,-განაცხადა პოროშენკომ. 
 შეგახსენებთ, რომ  უკრაინაში არსებულ ვითარების დეესკალაციის თაობაზე,  მინსკში  გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელის, საფრანგეთის პრეზიდენტი  ფრანსუა ოლანდის, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ოთხმხრივი მოლაპარაკება დღეს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics