14:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 16:48:14, 770 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ სამთო ტურიზმის განვითარებისათვის განხორციელებული გარიგების გამო პრესტიჟული ჯილდო მიიღო

პრესტიჟულმა ფინანსურმა გამომცემლობამ, Trade and Forfaiting Review, „თიბისი ბანკის“ ვაჭრობის დაფინანსების ტრანზაქცია, 2014 წელს, მსოფლიოში 15 საუკეთესო ტრანზაქციას შორის დაასახელა.

ტრანზაქცია გულისხმობდა გარიგებას, რომლის მიხედვითაც, „’თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული საერთაშორისო აკრედიტივების მეშვეობით, „საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ შეძლო ხელოვნური თოვლის მწარმოებელი აპარატურის იმპორტი იტალიიდან, რისი დახმარებითაც, გუდაურსა და ბაკურიანში, ბუნებრივი პირობების მიუხედავად,  სათხილამურო სეზონის ჩატარება იქნება შესაძლებელი.

საქართველოს სამთო კურორტების -  გუდაურისა და ბაკურიანის ხელოვნური გათოვლიანების პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტთა რაოდენობის მატებას და შესაბამისად ადგილობრივი ბიზნესის განვითარებასა და დასაქმების გაზრდას.

 “ჩვენ ვამაყობთ ამ მნიშვნელოვანი აღიარებით, რომელიც ვაჭრობის დაფინანსებისა და კორპორატიული ბანკინგის მიმართულებით მოვიპოვეთ. მოხარული ვართ, რომ ამ ტრანზაქციით მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი ტურიზმის განვითარებას საქართველოს ზამთრის კურორტებზე“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

ცნობისთვის, ჟურნალი Trade and Forfaiting Review  საუკეთესო გლობალური ტრანზაქციების გამოსავლენად კონკურსს ყოველ წელს ატარებს. წელს ამ კონკურსზე მსოფლიო მასშტაბით 180 ტრანზაქცია  იყო წარდგენილი. სწორედ ამ 180 ტრანზაქციას შორის შეირჩა 15 საუკეთესო.

„თიბისი ბანკთან“ ერთად გამარჯვებული ბანკები არიან ისეთი ცნობილი საფინანსო ინსტიტუტები, როგორებიცაა:  HSBC, RBS, Deutsche Bank, Citi, ING, Société Générale, ABN AMRO და BNP Paribas.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics