16:59 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-12 17:51:39, 591 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: რუსეთმა ჩვენს კონსტრუქციულ ნაბიჯებს იგივე ნაბიჯებით არ უპასუხა

„მიუხედავათ ჩვენი კონსტრუქციული ნაბიჯებისა, რუსეთმა ჩვენს ამ ნაბიჯებს იგივეთი არ უპასუხა“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთის კოლეგასთან ტაავი რიივასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია.

„ჩვენ როდესაც მოვედით ხელისუფლებაში მხარდამჭერი ვიყავით რუსეთთან დიალოგისა და ამის შემდეგ რუსეთმა ეტაპობრივად გახსნა ბაზარი ქართული პროდუქტებისთვის. სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები გაუმჯობესდა, მაგრამ პოლიტიკური კლიმატი არ შეცვლილა ის მაინც აგრძელებს დღეს ქვეყნის ოკუპაციას. რთული სიტუაციაა შექმნილი რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. მიუხედავათ ჩვენი კონსტრუქციული ნაბიჯებისა, რუსეთმა ჩვენს ამ ნაბიჯებს არ უპასუხა იგივე ნაბიჯებით და ამის ნათელი მაგალითია აფხაზეთის და ოსეთის ე.წ მთავრობებს შორის გაფორმებული ე.წ ხელშეკრულებები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics