17:44 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 15:38:35, 623 ნახვა

რეგიონი
პოლონელი და ჩეხი ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში დღეს  ჩეხ და პოლონელ ტუროპერატორებს რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები გააცნეს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით,  პრეზენტაციას, რეგიონში მოქმედი ტურისტული სააგენტოების წარმომადენლებიც დაესწრნენ.

მათივე ცნობით, პრეზენტაციის შემდეგ ქართველმა და უცხოელმა ტუროპერატორებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ჩეხი და პოლონელი ტუროპერატორები აჭარაში ქობულეთის გამგეობის ორგანიზებით 21 ნოემბერს ჩამოვიდნენ და 24 ნოემბრამდე დარჩებიან.

ტუროპერატორების ჯგუფს ხელმძღვანელობს პოლონეთში ქობულეთს დამეგობრებული ქალაქის პიეკარი შლონცკეს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი დარიუს გაცეკი.

 ვიზიტის მიზანია ქობულეთის  ტურისტული პოტენციალისა და სასტუმრო ინფრასტრუქტურის გაცნობა.

სამი დღის განმავლობაში სტუმრები ქობულეთში არქეოლოგიურ ნაქალაქარს, ისპანის დაცულ ტერიტორიას, მუზეუმს, ციცინათელას, ბლექ სი არენას, ღვინის სახლსა და სხვა ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics