23:47 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 19:02:54, 991 ნახვა

მსოფლიო
ტერორისტულმა დაჯგუფება „დაეშიმ“ თურქეთი დაბომბა

თურქეთში, სირიიდან გამოშვებული რაკეტებიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მათგანი ბავშვია, კიდევ ორი ადამიანი დაშავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters თურქეთის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით  ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, თავდასხმა თურქეთის ქალაქ კილისზე განხორციელდა.

წყაროს ინფორმაციით, თურქულმა სამხედრო ძალებმა სირიაზე საპასუხო თავდასხმა მას შემდეგ განახორციელეს, რაც სირიის ძალებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს.

ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, პირველი ჭურვი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ააფეთქეს, რამაც ხალხში პანიკა გამოიწვია. როდესაც ადგილობრივები შეიკრიბნენ, ამის შემდეგ კიდევ ერთი ჭურვი ააფეთქეს. აღსანიშნავია, რომ დაბომბვა პერიოდულად ხორციელდება.  

ცნობისთვის, თავდასხმა სირიის იმ ტერიტორიიდან მოხდა, რომელსაც "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს. აფეთქებას ახორციელებს ტერორისტული დაჯგუფება „დაეში“, რომელიც ISIS-ის მსგავსი დაჯგუფებაა.

ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, კილისში სკოლები დაიხურა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics