2016-02-29 18:34:14, 1131 ნახვა
მსოფლიო
სამართალდამცველებმა მოსკოვში ქალი დააკავეს, რომელსაც ხელში ბავშვის მოკვეთილი თავი ეჭირა
მოსკოვში სამართალდამცველებმა ქალი დააკავეს, რომელსაც ხელში ბავშვის მოკვეთილი თავი ეჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, ქალი მეტროში, ალაჰ აკბარს ყვიროდა და თავის აფეთქებით იმუქრებოდა.
სამართალდამცველებმა ქალს ასაფეთქებელი მოწყობილო ვერ აღმოუჩინეს. დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ ის ნარკოტიკული ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა.
ქალის ვინაობა უკვე ცნობილია, ის 38 წლის გულჩეხრა ბობოკულოვაა. როგორც „რია ნოვოსტი“ სამართალდამცავებზე დაყრდნობით იტყობინება, ქალი 4 წლის გარდაცვლილი ბავშვის ძიძა იყო. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან