14:40 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 17:35:41, 561 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელი ვიშეგრადის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბათუმში, ვიშეგრადის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე უპირობო მხარდაჭერა აღუთქვეს. შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს პერსპექტივები განიხილეს. ვიშეგრადის ჯგუფის დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მისიებში, რასაც ძალიან აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობა. მათი განცხადებით, ვიშეგრადის ქვეყნები მზად არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტოს დახმარება კონკრეტულ საკითხებში გაუწიონ.
„ვიშეგრადის ქვეყნების წარმომადგენლებთან საინტერესო საუბარი გვქონდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნება თავდაცვის მინისტრების დონეზე ამ ფორმატის გაფართოება. წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა საპარლამენტო და სხვა ფორმატებში. დღეს, ვარშავის სამიტისკენ მიმავალ საქართველოს სჭირდება ყველა სახის მხარდაჭერა. აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები თუ იქნებიან მობილიზებული, იმ ფონზე, როდესაც ვცდილობთ ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნებთან მსგავი ტიპის თანამშრომლობის რეჟიმში გადავიდეთ, ვფიქრობ, რომ საქმეს წაადგება. შეხვედრაზე ბევრი ოპტიმიზმი იყო. მათ აბსოლუტური მხარდაჭერა გამოხატეს, რაც ბუნებრივია, მოულოდნელი არ ყოფილა ჩვენთვის“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics