|
2015-03-06 16:40:29, 556 ნახვა
საზოგადოება
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ფართომასშტაბიანი შემოწმება დაიწო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებელთა ინტერესებისა და ქართული ბაზრის ფალსიფიკაციისაგან დასაცავად ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ფართო მასშტაბიანი შემოწმება დაიწყო. სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გამოკვლეულია სხვადასხვა წარმოების ჩამოსასხმელი ღვინის 20 ნიმუში, 14 ნიმუშის კვლევის შედეგები კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მათივე ინფორმაციით, რესტორნებში, მარკეტებსა და საცალო ვაჭრობის ობიექტებში აღებული ნიმუშები შემოწმდა აკრედიტებულ ლაბორატორიაში (შპს „ღვინის ლაბორატორია“). ლაბორატორიული კვლევის შედეგად 6 ნიმუშში გამოვლინდა სხვადასხვა მაჩვენებლის დარღვევა, კერძოდ, უშაქრო ექსტრაქტის, ვაშლის, ღვინისა და რძემჟავების ნაკლებობა; აქროლადი მჟავების სიჭარბე; მალვიდინის დიგლუკოზიდის მომატებული რაოდენობა. აღნიშნული დარღვევები ითვალისწინებს ღვინის რეალიზაციის აკრძალვას და პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვას, რაზეც ზედამხედველობას განახორციელებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები. სააგენტოში აცხადებენ, რომ მარტში დაგეგმილია ჩამოსასხმელი ღვინის 60-მდე ნიმუშის აღება. პარალელურად, ჩატარდება ინსპექტირებები ღვინის საწარმოებში, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები შეისწავლიან საწარმოს სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას და მის შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან. „სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მაქსიმალურად შეამცირებს ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინის გავრცელების რისკს, გაზრდის პროდუქციის ხარისხს და მომხმარებელს დაიცავს საეჭვო წარმომავლობის მავნებელი სასმელისაგან, ექსპორტისშემთხვევაში კი,ქართულ ღვინოს ღირსეულად წარმოაჩენს მსოფლიო ბაზარზე“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)