13:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 18:52:43, 985 ნახვა

მსოფლიო
თბილისში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

ხვალ, თბილისში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეხუთე შეხვედრა გაიმართება. 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ. 

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერება თბილისის განცხადებას.  

მინისტრები ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთს მოინახულებენ. აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია და მისი ტესტირება წარმატებით განხორციელდა 2015 წელს.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა 2012 წლის 8 ივნისს გაიმართა, სადაც მინისტრებმა ხელი მოაწერეს „ტრაპიზონის დეკლარაციას". დეკლარაცია ფიკუსირებულია სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, ტრანსპორტის, საბანკო, გარემოს დაცვის, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში.  საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრას საქართველო მეორედ მასპინძლობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics