14:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 18:10:29, 626 ნახვა

საზოგადოება
როშკა–არხოტის გზის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება

სოფელ როშკასა და არხოტის თემის სოფლების ახიელი–ჭიმღა–ამღას დამაკავშირებელი 25 კილომეტრიანი გზის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, მშენებლობისთვის გზის ტრასა და კოორდინატები უკვე დადგენილია.
სამშენებლო სამუშაოებზე კი, ტენდერის გამოცხადება 2015 წლის მეორე კვარტალში იგეგმება.
„გზის მშენებლობისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება დასრულებულია. ამჟამად პროექტი კანონმდებლობის შესაბამისად სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შესაბამის ექსპერტიზას გადის. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ პროექტზე სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით,  სამშენებლო სამუშაოების ღირებულება ტენდერის დასრულების შემდეგ დაზუსტდება. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო  თანხას კი, საქართველოს მთავრობა გამოყოფს.  
როშკა–არხოტის დამაკავშირებელი  გზის მშენებლობა 2 წელში დასრულდება.

„მოგეხსენებათ,  მშენებლობა მაღალმთიან ზონაში უნდა განხორციელდეს, სადაც ხანგრძლივი ზამთრის გამო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება წელიწადში მხოლოდ 6 თვეა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე პროექტის დასრულებას სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან ორი წელი დასჭირდება“, – განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ სამინისტროში.

გარდა გზის მშენებლობისა, უწყების ინფორმაციით, არხოტში ჯერჯერობით სხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაგეგმილი არ არის.  

ამ დროისთვის პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის  დამაკავშირებელი მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობს და ადგილობრივებმა  მხარე უგზოობისა და პირობების არ ქონის გამო დატოვეს.  არხოტში დაახლოებით 4 ოჯახი ცხოვრობს, გზის მშენებლობის შემთხვევაში კი, მშობლიურ მხარეში დაბრუნების მზაობა 30–ზე მეტმა  ოჯახმა გამოთქვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics