2015-02-05 14:11:05, 763 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი სურვილია, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი განახლდეს
„ჩვენი სურვილია, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი მოდიფიცირებული ვერსიით განახლდეს“,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის მოდიფიცირება მის ტექნიკურ ნაწილზე მოხდა.
„შემოვლით რკინიგზაზე საინჟინრო და კვლევითი სამუშაოები საქართველოს რკინიგზამ დაასრულა. მოხდა პროექტის მოდიფიცირება იმ ნაწილზე, რომ ეს ტექნიკურად გამართული იყოს. ჩვენი სურვილია ეს პროექტი მოდიფიცირებული ვერსიით განახლდეს“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან