|
2020-03-15 11:26:01, 7467 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსზე 21 პაციენტიდან 15-ის პასუხი უარყოფითია, დანარჩენი 6 კი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 21 პაციენტს, საიდანაც 15-მა უარყოფითი პასუხი აჩვენა, დანარჩენი 6 კი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. მისივე თქმით, კლინიკაში 5 ახალი პაციენტი შევიდა, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა დანარჩენ ოთხთან შედარებით მძიმეა. „ამ დროისთვის ჩვენს ცენტრში 46 პაციენტი გადის მკურნალობას. გუშინ აღებულ იქნა ტესტირება 21 პაციენტზე. აქედან უკვე ცნობილია 15 პაციენტის პასუხი, რომ არის უარყოფითი. დანარჩენი 6 პაციენტის ანალიზის აღება მოხდა გვიან და დღეს დღის განმავლობაში იქნება, ამ პაციენტებს შორისაა ჩვენი პირველი პაციენტის ტესტირების პასუხი. 5 პაციენტი შემოვიდა ახალი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. ეს 5 პაციენტი არის საყურადღებო, რაც რა თქმა უნდა, გაგრძელდება. გუშინ შეფასდა მისი კლინიკური მდგომარეობა ლაბორატორიულ მონაცემებთან ერთად და ამ შეფასებით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. შესაძლებელია დადგეს დაავადების პროგრესირება“, - განაცხადა მარიანა ეზუგბაიამ. ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 439ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პირი რჩება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)