14:54 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-03 14:22:06, 1070 ნახვა

საზოგადოება
სოფელ მარანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

აბაშის რაიონ სოფელ მარანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
სოფელ მარანთან მიკროავტობუსი ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა, დაიღუპა სამი პირი და დაშავებულია ათამდე მგზავრი.
დაშავებულთა ახლობლების ინფორმაციით, მიკროავტობუსის  მძღოლმა სავარაუდოდ მატარებელი ვერ შენიშნა, მეორე ვერსიით კი ლიანდაგთან შლაგბაუმი არ იყო.
ცნობისთვის, მიკროავტობუსში მოზარდებიც იმყოფებოდნენ, მათგან 14 წლის მოზარდი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
ექიმების ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
დაზარალებულები სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics