|
2015-01-11 16:41:55, 596 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერთან ერთად, ელისეს სასახლეში იმყოფება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერთან ერთად, ელისეს სასახლეში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 30-მდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი და სხვადასხვა დელეგაციის ხელმძღვანელები, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან ერთან, ელისეს სასახლიდან რესპუბლიკის მოედანზე გაემგზავრებიან, საიდანაც მშვიდობიან მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას. პარიზში 7-9 იანვარს მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად და ფრანგი ხალხისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად, საფრანგეთის დედაქალაქს ეწვივნენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მეთაურები: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელი მარიანო რახოი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ანტონის სამარასი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი ახმედ დავითოღლუ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ევა კოპაჩი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ, ლატვიის პრემიერ-მინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და სხვები. ასევე, პარიზში იყოფებიან-ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი. მსვლელობა პარიზის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)