13:17 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-22 17:11:17, 953 ნახვა

სხვადასხვა
"თავისუფალი დემოკრატების" წევრები კახეთში ადგილობრივების პრობლემებს გაეცნენ

პარტია "თავისუფალი დემორკატების" წევრები დღეს კახეთში იმყოფებოდნენ. ისინი ადგილობრივებს  შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კახეთში ყველაზე კარგად გამოჩნდა, რომ საქართველოში მოსახლეობა ტოტალურად გაჭირვებულია.

"დღეს თავისუფალი დემოკრატები კახეთში ვიყავით ადგილობრივების პრობლემების გასაცნობად. რადგან კვირა დღეა და კახელები ამ დღეს ძირითადად ბაზარში არიან, ზოგი სავაჭროდ, ზოგიც კი სურსათის მარაგის შესაძენად, ბოდბისხევის ბაზრობაზე გავედით. 

სიტუაცია კატასტროფული დაგვხვდა. აქ ყველაზე კარგად გამოჩნდა, თუ რა ვითარებაა კახეთში და ზოგადად მთელს საქართველოში. მოსახლეობა ტოტალურად გაჭირვებულია, ბაზარში დახლებთან უმეტესად პენსიონერები და მოხუცები დგანან - ოჯახებიდან გამოტანილ ნივთებს, ძველმანებს ყიდიან, რომ საჭმლის ელემენტარული ფული იშოვონ. 

თვალში საცემი იყო, რომ ბაზარში მყიდველები არ არიან, თუ ვინმე რამეს ყიდულობს, ისისც ელემენტარული საარსებო შენაძენებია, დიდ მარაგზე ხომ ლააპარაკიც კი ზედმეტია. 

უმუშევრობა, გაუფასურებული ლარი, პენსიები და სახელმწიფოს მხრიდან ამ ადამიანების პრობლემების სრული უგულვებელყოფაა, კახელების და მთელი საქართველოს მთავარი პრობლემა. 

150 ლარით პენსიონერები ელემენტარულ საკვებსაც კი ვეღარ ყიდულობენ. 

ბოდბისხევის ბაზარში ერთგვარი ექსპერიმენტი ჩავატარეთ: დღეს საქართველოში საარსებო მინიმუმი 160 ლარია, ამ თანხის 70%, ანუ 112 ლარი, გათვლილია სასურსათო კალათის შესაძენად, რომელიც ერთ ადამიანს თვის განმავლობაში უნდა ეყოს; ყველაზე ცინიკური ის არის, რომ ამ თანხით დღეს ერთი კვირის სამყოფ საჭმელსაც კი ვერ იყიდი, რომ არაფერი ვთქვათ მთელი თვის მარაგზე...",-ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics