15:50 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 19:09:39, 829 ნახვა

სხვადასხვა
თბილისში მდებარე საკონდიტრო საცხობს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს ინსპექტორებმა ქ. თბილისში, კრწანისის ქ. N3-ში განთავსებულ საკონდიტრო  საცხობს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ი/მ ,,ლალი არუნაშვილის" საკონდიტროში დამზადებული სურსათი სარეალიზაციო ობიექტში „ტკბილი გემოს" დასახელებით იყიდებოდა. არაგეგმური ინსპექტირებისას 30-მდე არაკრიტიკული და 2 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, კერძოდ, საცხობში დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა, საწარმოო ფართში არ ტარდებოდა იმ აღჭურვილობების და მოწყობილობების რეცხვა-დეზინფექცია, რომელიც უშუალო შეხებაშია სურსათთან.

კრიტიკული შეუსაბამობების  გამო ბიზნესოპერატორს აეკრძალა საქმიანობის გაგრძელება  და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics