23:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 10:36:05, 3499 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი ახალი ინფიცირებულიდან, მოთავსებულია ერთი - პაციენტი ესპანეთში იმყოფებოდა

სამი ახალი ინფიცირებულიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი იმყოფება. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, ეს პაციენტი ესპანეთიდანაა ჩამოსული.

"ჩვენი ცენტრის შემთხვევა, ეს არის შემოტანილი შემთხვევა ესპანეთიდან, დანარჩენი ორი შემთხვევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი არ ვიცი", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, მათ ცენტრში მოთავსებული ერთი ახალი ინფიცირებული თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მისი კონტაქტები კი ცნობილია.

მისივე თქმით, პაციენტი ახალგაზრდაა, ამ ეტაპზე კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„დღეისთვის საქართველოში 47 შემთხვევა დასტურდება. აქედან ერთი ახალი ჩვენი ცენტრის არის. გუშინ ჩვენთან 21 ტესტი ჩატარდა პაციენტებზე და ერტთან მივირეთ დადებითი, დანარჩენთან უარყოფითი. პარალელურად უკვე ის პაციენტები, რომლებიც შემოსულები არიან და მათთან გავიდა 15-16 დღე, მათთან ტარდება ტესტირება, დინამიურად გაუმჯობესებულია, რომ სუსტი დადებითი მაჩვენებლი აქვს ტესტის შედეგებს. ეს უკვე ნიშნავს, რომ, ალბათ, იმ კრიტერიუმით რამდენ დღეშიც გამეორება უნდა უკვე ნეგატიური პასუხი იქნება, ამას თანდათანობით მოგაწოდებთ იმიტომ, რომ ეს ჩვენთან პარალელურად ტარდება ჩვენი ლაბორატორია მუშაობს და მონიტორინგის ჩატარების საშუალება ძალიან თავისუფლად გვაქვს.

ჩვენი ცენტრის შემთხვევა, ეს არის შემოტანილი შემთხვევა ესპანეთიდან, დანარჩენი ორი შემთხვევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი არ ვიცი. დღის მეორე ნახევარში ამასთან დაიკავშირებით ინფორმაციას. ეს ადამიანი იყო თვითიზოლაციაში, მისი კონტაქტები ცნობილია და, როგორც ყოველთვის, ამ კონტაქტების კვლევა და იზოლაცია გრძელდება.ახალგაზრდაა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე. კვლევები დაიწყება მათთან“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics