12:21 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 18:35:37, 3581 ნახვა

კულტურა
მცხეთის ისტორიული ძეგლები UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნდა

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა  მცხეთის ისტორიული  ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა. 

გადაწყვეტილება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40  სესიაზე მიიღეს.

საქართველოს დელეგაციას,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და სააგენტოს თანამშრომლები წარმოადგენდნენ.

კომიტეტის წევრი  ქვეყნებისა  და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადებითად შეფასდა ის კომპლექსური ძალისხმევა, რომელსაც სახელმწიფო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიმართულებით ახორციელებს.

მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა ინფორმაცია მიღწეული პროგრესის შესახებ. კომიტეტის წევრებს ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ დეტალურ ანგარიშს მცხეთის ისტორიული ძეგლების დაცვის მიმართულებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით.

„აღსანიშნავია, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა და რეგულარული კონსულტაციები მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და მის მრჩეველ ორგანოებთან (ICOMOS, ICC ROM).  რომლებიც გააგრძელებენ საქართველოში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებზე და მათ შორის მცხეთის ისტორიულ ძეგლებზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას“, - აცხადებენ სამინისტროში.

მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდანაა შესული, ხოლო  სახელმწიფოს მიერ გადადგმული არათანმიმდევრული ქმედებებისა  და საერთაშორისო ვალდებულებების უგულველყოფის გამო 2009 წლიდან იგი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში იქნა გადატანილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics