14:04 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 14:02:12, 342 ნახვა

საზოგადოება
სერგეენკო: გუშინდელი მდგომარეობით, 500-მდე მედიკამენტზე ფასი 15-20%-ის ფარგლებშია მომატებული

„გუშინდელი მდგომარეობით, 15 000 საბაზრო დასახელებიდან 500-მდე მედიკამენტზე ფასი 15-20%-ის ფარგლებშია მომატებული“, -  ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა, უწყება მედიკამენტების ფასებზე მონიტორინგს აწარმოებს და ეს ფასები ბოლო პერიოდის განმავლობაში სტაბილური არ არის.
"გუშინდელი მდგომარეობით, 15 000 საბაზრო დასახელებიდან 500-მდე მედიკამენტზე ფასი მომატებულია 15-20%-ის ფარგლებში. რაც შეეხება დანარჩენ რამდენიმე ათას მედიკამენტს, ყოველთვის იყო და ალბათ ყოველთვის იქნება, ზოგი ძვირდება და ზოგი იაფდება. გუშინ მე მივესალმე და კიდევ გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას ფარმაცევტული კომპანია PSP-ს მიმართ, რომელმაც გამოხატა კეთილი ნება და გუშინ პირველ ათ მედიკამენტზე ფასები 20%-ით შეამცირა. როგორც გვპირდება ეს გაგრძელდება და პირველ დარტყმას შეამსუბუქებს. უახლოესი დღეები დინამიკას დავაკვირდებით, რამდენად შეძლებს იგივე PSP ამ ტენდენციის შენარჩუნებას, ან რამდენად გაიზიარებენ მის მაგალითს სხვა ფარმაცევტული კომპანიები", - განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics