13:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 17:41:08, 720 ნახვა

სხვადასხვა
თვენახევრიანი პაუზის შემდეგ საფეხბურთო სამყაროს ჩემპიონთა ლიგა უბრუნდება

დღეს საფეხბურთო სამყაროს ჩემპიონთა ლიგა უბრუნდება. მერვედფინალური ეტაპის პირველი ცენტრალური მატჩი პარიზში გაიმართება. პსჟ  „ჩელსის“ უმასპინძლებს.

ლონდონელები რევანშისთვის ემზადებიან. გუნდების შარშანდელი დრამატული დაპირისპირება პარიზში ფრედ 1:1 დასრულდა, „სტემფორდ ბრიჯზე“ კი 10 კაციანმა პსჟ–მ ბოლო წუთებში გაათანაბრა და საბოლოოდ 2:2–ის დაფიქსირება შეძლო და შესაბამისად, მეოთხედფინალში გავიდა.

პარიზელებს ლაზარეთიდან ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, მარკო ვერატი და ხავიერ პასტორე, დაუბრუნდა. კარგი ამბებია „არისტოკრატთა“ ბანაკშიც,  კაპიტან ჯონ ტერის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და იგი „პარკ დე ფრანსზე“ იასპარეზებს.

გუნდების ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობას „ჩელსი“ ფლობს, ლონდონელებს 2, ხოლო პარიზელებს 1 მოგება აქვთ. 3 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა.

კიდევ ერთ მერვედფინალურ მატჩში, ლისაბონის „ბენფიკა“ სანკტ–პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლებს.

მერვედფინალური მატჩები ხვალაც გაგრძელდება. კიდევ ოთხი მერვედფინალური მატჩი კი მომავალ სამშაბათსა და ოთხშაბათს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics