16:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-08 16:59:05, 571 ნახვა

სამართალი
ირაკლი შოთაძე: იური ვაზაგაშვილის საქმის გახსნას საფუძვლად მკვლელის შეცდომა დაედო

„იური ვაზაგაშვილის საქმის გახსნას საფუძვლად მკვლელის შეცდომა დაედო“, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ხელყუმბარის ნაწილზე ე.წ. ფალიის სახელურზე იზოლენტის გადაკვრის კვალი აღინიშნება.

შოთაძის თქმით, სწორედ ამ ე.წ. იზოლენტის წებოვანმა გარსმა უზრუნველყო, რომ მასზე დნმ–ის კვალი დარჩა.

 „ამ სახელურზე შეინიშნება ე.წ. იზოლენტის გადაკვრის კვალი, ანუ ერთი მხარე არის წებოვანი. სწორედ იზოლენტის წებოვანმა გარსმა უზრუნველყო ის, რომ ამ სახელურზე დარჩა დნმ–ის კვალი. ეს არის მკვლელის შეცდომა, რომლითაც ჩვენ, დასამალი არ არის და გაგვიმართლა. ასეთი გამართლება ბევრ საქმეზე არ ხდება. ამ სახელურზე აღმოჩნდა დნმ–ის კვალი. რომელიც საფუძვლად დაედო იმას, რომ ჩვენ გავხსენით ეს საქმე და ვიცით უშუალოდ ის პიროვნება, რომელმაც უშუალოდ იური ვაზაგაშვილი მოკლა“, – აღნიშნა შოთაძემ. 

ცნობისთვის, პროკურატურამ დღეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული, პოლიციის რიგითი თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics