22:21 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 13:28:50, 2120 ნახვა

ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და არც ერთს არ დაუფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და არც ერთს არ დაუფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირება. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება ცენტრალური მიმღები ყველა პაციენტისათვის, რომელსაც აქვს გამოვლენილი კორონავირუსის სიმპტომები.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 45 პაციენტია დაკვირვების ქვშ, მათი მდგომარეობა ყველასი დამაკმაყოფილებელია. 10 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ათივე ტესტი ნეგატივი მოვიდა, ანუ არც ერთს არ აქვს კორონავირუსი. ჩვენი კლინიკიდან ზოგი პაციენტი კარანტინის ზონაში გადაინაცვლებს, ზოგი თვითიზოლაციაში წავა.

რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება ცენტრალური მიმღები ყველა პაციენტისათვის, რომელსაც აქვს გამოვლენილი კორონავირუსის სიმპტომები, ყველა პაციენტს შვენთან მოიყვანს სასწრაფო დახმარების მანქანა, ან საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი. მოხდება აქ მათი გამოკვლევა, როგორც კი სწრაფი ტესტი გვექნება, ამის შემდგომ ჩვენვე გადავანაწილებთ კლინიკებში“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics