16:42 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-14 14:02:47, 4299 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩინეთის ელჩი საქართველოში - გვსურს ვირუსთან ბრძოლის გამოცდილება და ცოდნა გაგიზიაროთ

საქართველოს მთავრობისგან და ხალხისგან დიდი მხარდაჭერა მივიღეთ და მადლობის ნიშნად გვინდა სირუსთან ბრძოლის გამოცდილება და ცოტნა გაგიზიაროთ - ამის შესახებ, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლი იენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ხვთისიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
განცხადებაში, მან ასევე აღნიშნა, რომ სიჩუანის პროვინცია, საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობას სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს.

„ჩინეთს და საქართველოს, როგორც მეგობარ ქვეყნებს, ერთმანეთთან კარგი თანამშრომლობა აკავშირებს. როდესაც ჩინეთში ეპიდემია გავრცელდა, ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისგან და ქართველი ხალხისგან. გვინდა, ამისთვის მადლიერება გამოვხატოთ. ვირუსი ახლა საქართველოშიც გავრცელდა და ეს ჩინელი ხალხისთვის ძალიან შემაშფოთებელია. გვსურს ვირუსთან ბრძოლის ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გაგიზიაროთ. ჩინეთის სიჩუანის პროვინცია საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს სამედიცინო აღჭურვილობას და დიაგნოსტიკურ რეაგენტებს.

გასულ კვირას, ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ ვიდეოშეხვედრას რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მონაწილეობით. ჩინელმა ექსპერტებმა და ექიმებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ქართველ კოლეგებს.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ხალხი საბოლოოდ დაძლევს ამ გამოწვევას. ასევე, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს, დაემორჩილონ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ ყველა რეგულაციას“, – განაცხადა საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics