2015-04-20 12:34:07, 691 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: ათონელის რეზიდენციიის პრივატიზებით ნაკლებად ინტერესდებიან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ათონელის რეზიდენციიის პრივატიზებით ნაკლებად ინტერესდებიან, რადგან მისივე შეფასებით, ამ შენობის ფუნქციონალური მოწყობა უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის არის განსაზღვრული.
“გარკვეულწილად, ძალიან რთულია იმ დანახარჯების ანაზღაურება მოხდეს, რაც საკმაოდ მაღალი იყო", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ათონელის რეზიდენციაში სამუშაოები დასრულებულია და შენობა ეკონომიკის სამინისტროს განკარგულებაში გადადის. ხოლო რა ფუნქცია მიენიჭება მას, ამაზე მთავრობა მომავალში იმსჯელებს.
ათონელის რეზიდენცია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შედის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან