19:58 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-12 18:19:06, 1235 ნახვა

ეკონომიკა
„დანკინ დონატსი“ საქართველოში შემოდის

ხვალ, 13 იანვარს, 11:00 საათზე „დანკინ დონატსი“ საქართველოში „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად ჭავჭავაძის გამზ. #36ა-ში (#55 სკოლასთან) პირველ რესტორანს ხსნის.

იმავე დღეს, 12:00 ცინცაძის #37-ში (ყოფილი საბურთალოს ქუჩა)  „დანკინ დონატსის“ მეორე ამერიკული რესტორანიც გაიხსნება.

„ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ქსელთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში 35 „დანკინ დონატსის“ რესტორანს გახსნის.

 „დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში.

 „დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 37 ქვეყანაში  11,000-ზე მეტი რესტორნითაა წარმოდგენილი, მათ შორის 150 ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვედეთში, ესპანეთში, ბულგარეთსა და რუსეთშია განთავსებული. „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს ულამაზესი და მრავალფეროვანი დონატები,  სხვადასხვა უგემრიელესი სენდვიჩები, ფუნთუშეულის ფართო ასორტიმენტი, ცივი და ცხელი სასმელები,  ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და Coolatta®-ს პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები.“დანკინ დონატსი“ მენიუში ადგილობრივი გემოვნების გათვალისწინებით შექმნილ პროდუქტებსაც შემოიტანს. 

“Dunkin’ Donuts-ზე” მეტი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ საიტს: www.dunkindonuts.com  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics