19:11 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 17:24:30, 330 ნახვა

პოლიტიკა
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ხიდაშელის კანდიდატურა წარადგინეს

საინიციატივო ჯგუფმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის კანდიდატურა წარადგინა.

ხიდაშელს აღნიშნულ  წარდგინებაზე დასათანხმებლად დრო დღის ბოლომდე აქვს,  თუმცა უკვე ცნობილია, რომ შეთავაზებას არ დათანხმდება. ხიდაშელი მიიჩნევს, რომ მისი ადგილი ჯერ კიდევ აქტიურ პოლიტიკაშია.

როგორც ხიდაშელი ამბობს,  საკუთარი კანდიდატურის წარდგენის შესახებ მოულოდნელად მაშინ გაიგო, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საინიციატივო ჯგუფმა მისი კანდიდატურა დაარეგისტრირა.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტისთვის კანდიდატურის წარდგენის ვადა 9 თებერვალს იწურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics