13:07 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 14:35:10, 416 ნახვა

პოლიტიკა
შავლიაშვილი: ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტის გადასვლის შემთხვევაში, ობიექტს გრიფი დარჩება, თუარადა მოეხსნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით შავლიაშვილის განცხადებით, თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა ხდება. მისივე განმარტებით, ჯერჯერობით რეზიდენციის სტატუსი გაურკვეველია. შავლიაშვილი საიდუმლო გრიფის მოხსნამდე ვერც ხარჯებზე საუბრობს. მინისტრის ინფორმაციით, ობიექტს საიდუმლო გრიფი მაშინ  მოეხსნება, თუკი იქ პრეზიდენტი არ გადავა.

"შენობა დასრულებულია. შარშან როგორც კი დასრულდა შენობა, დაიწყო   მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა.  ჩვენი ინფორმაციით,  პრეზიდენტი უნდა გადასულიყო შენობაში. ამ დროისთვის დადასტურებული არაა, ველოდებით მთავრობის გაადწყვეტილებას, როგორც კი იქნება გადაწყვეტილება, შესაბამისად, გრიფი დარჩება თუ პრეზიდენტი გადავა,  თუარადა მოეხსნება.კონკრეტული ვარიანტი ჯერ არაა. დადასტურებული არაფერია. კიდევ ერთხელ ვამბობ, გრიფის მოხსნა დამოკიდებულია რეზიდენციის სტატუსის გადაწყვეტაზე",-განაცხადა დავით შავლიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics