01:45 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 11:24:22, 809 ნახვა

მსოფლიო
აშშ მზადაა უკრაინას დახმარების სახით კიდევ ერთი მილიარდი დოლარი გადასცეს

„ამერიკა მზადაა, უკრაინას საკრედიტო გარანტიების სახით კიდევ ერთი მილიარდი დოლარი  გადასცეს“,-ამის შეასხებ აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ჯეიკობ ლიუმ „ბი ბი სი“-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

მისივე თქმით, აშშ მომავალ კვირაში კონგრესს ბიუჯეტის პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს, სადაც უკრაინის  ეკონომიკის განვითარებისათვის დამატებითი დაფინანსების პუნქტებია გათვალისწინებული. 

„თუ მომავალ კვირას, კონგრესი ჩვენ მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებს, სადაც უკრაინის  ეკონომიკის დასახმარებლად დამატებითი დაფინანსების პუნქტებია ჩამატებული, მაშინ უკრაინის ხელისუფლებას ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად  საკრედიტო გარანტიების სახით,  ჯამში ორი მილიონი დოლარი გადაეცემა“,-განაცხადა ჯეიკობ ლიუმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ  აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების გამო,  უკრაინის ეკონომიკა დაშლის პირას იმყოფება. ხოლო კიევში, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას  ჯეიკობ ლიუმ განაცხადა, რომ აშშ  აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით  გადაჭრის  მომხრეა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამერიკა მზად არის  რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics