2020-04-10 17:35:56, 19690 ნახვა
ომი უკრაინაში
ლევან რატიანის განცხადებით, კოვიდ-19-ით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და ისინი რეანიმაციაში გადაიყვანეს
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მის კლინიკაში მოთავსებული, კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტებიდან, სამის მდგომარეობა დამძიმდა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ამჟამად 8 პაციენტია.
„კლინიკაში, ამ ეტაპზე გვყავს 60 პაციენტი, 55 გვყავს კოვიდნფიცირებული, მათი მდგომარეობა ვიცით. რეანიმაციაში უკვე გახდა 8 პაციენტი, 3 პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში დამძიმდა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან