2015-01-24 11:54:01, 571 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერ-მინისტრ ხავიერ ბეტელს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან